"საბა "რუბინის" სასტარტო შემადგენლობის მყარი წევრი იყო ბილიალეტდინოვისა და ჩალიის დროს, მაგრამ რაც გუნდში გრასია მოვიდა, ქართველი სკამზე დასვეს და თითქმის არ მისცეს თამაშის შანსი.
ზამთარში კვირკველიამ, როგორც იქნა, მოიშორა ბორკილები, "ლოკომოტივში" გადავიდა და იქ ისე ათამაშდა, რომ თავისუფლად შეუძლია დაბრუნდეს და სასტარტოში ადგილიც დაიბრუნოს.
ზემოთ ყაზანელთა საუკეთესო მცველის, კარლოს სამბრანოს სტატისტიკური
მაგრამ მას მეწყვილედ ბურლაკი ჰყავს. კვირკველია კი "ლოკომოტივში" ბევრ კომპონენტში უკეთეს სტატისტიკას აჩვენებს.
კვირკველია ნაკლებს ჯარიმდება, მას უფრო კარგად გამოაქვს ბურთი, რადგან უფრო ჭკვიანურად თამაშობს, მან უფრო მეტი ბურთი ჩაჭრა. რაც მან უნდა დახვეწოს, ეს პასის სიზუსტეა, რომელიც სადღაც 60%-ია, მაშინ, როცა სამბრანოს ეს მაჩვენებელი 80%-ზე მეტი აქვს. თუმცა ესეც აიხსნება, რადგან საბა უფრო მწვავედ თამაშობს. "სპარტაკთან" თამაშში წინა ხაზს სწორედ კვირკველია ამარაგებდა ძირითადად პასებით. მეკარე გილერმე ძირითადად ქართველ მცველს აძლევდა შეტევის დაწყების საშუალებას.
კარლოს სამბრანოს სტატისტიკა
საბა კვირკველიას სტატისტიკა
"ლოკომოტივის" სათამაშო სქემა "სპარტაკთან" მატჩში