რევიშვილი 24 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-სერბეთის მატჩს დაესწრო, მატჩის დასრულების შემდეგ კი ჩვენთან კომენტარიც გააკეთა.
"დაჩიადან" წამოვედი. კლუბთან კონტრაქტი გავწყვიტე, არ მოხდა იქ ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა. ახლა საქართველოში ვარ და თავისუფალი აგენტის სტატუსი მაქვს", - გვითხრა რევიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რევიშვილმა ამასწინათ მოლდოვურ "დაჩიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ ძალიან მალევე იქიდან ისე წამოვიდა, რომ ოფიციალურ მატჩებში ერთი წუთიც კი არ უთამაშია.