ნუკრი რევიშვილი: "დაჩიადან" წამოვედი, თავისუფალი აგენტი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თავისუფალი აგენტია. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა.

რევიშვილი 24 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-სერბეთის მატჩს დაესწრო, მატჩის დასრულების შემდეგ კი ჩვენთან კომენტარიც გააკეთა.

"დაჩიადან" წამოვედი. კლუბთან კონტრაქტი გავწყვიტე, არ მოხდა იქ ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა. ახლა საქართველოში ვარ და თავისუფალი აგენტის სტატუსი მაქვს", - გვითხრა რევიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილმა ამასწინათ მოლდოვურ "დაჩიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ ძალიან მალევე იქიდან ისე წამოვიდა, რომ ოფიციალურ მატჩებში ერთი წუთიც კი არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არცერთმა ქართულმა გუნდმა არუნდა აიყვანოს ეს კაცი უკვე მასხარად იგდებს ქართულ კლუბებს/
patrioti
18:12 25-03-2017
0
ნეტა რისთვის დადის წინ და უკან.ეტყობა იქაც დაიჭირეს სიგარეტზე :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული