"ვიტესი" 39 ქულით მე-7 ადგილზეა და მისი მიზანი ამ ადგილის შენარჩუნებაა, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, "ნეიმეგენი" კი ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის.
დერბის წინ არნემის "ვიტესის" ქართველ კაპიტან გურამ კაშიას თბილისში gelderlander.nl დაუკავშირდა.
"ახლა ჩვენ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში ვართ. როცა თამაშების ასეთი სერიაა, შენი სხეული შენი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს. იმის თქმა მინდა, რომ გადამწყვეტი ფიზიკური მზაობაა, აუცილებლად საუკეთესო ფორმაში უნდა იყო", - ამბობს კაშია.
ჩვენებურს
ქართველმა კაპიტანმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა მოუტანა ფეხბურთმა მას: "ფეხბურთი ენერგიას მმატებს. ნახეთ, რა მოხდა ჩემს შემთხვევაში - დისლექსია მქონდა, კარგი მოსწავლე ვერ ვიყავი, ბავშვობაში ზედმეტი წონაც მქონდა. სწორედ ამიტომ შემიყვანა მამამ ფეხბურთზე და ფეხბურთმაც ბევრი მომცა. ყოველთვის ვცდილობ, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვიყო. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, რომელთა შორისაც "ნეიმეგენთან" თამაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია".