360 000 ევრო 20 აპრილამდე - თბილისის "დინამომ" "ხიმნასტიკს" დავა მოუგო!

AutoSharing Option
"სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისის "დინამო" ესპანური "ხიმნასტიკიდან" 360 ათას ევროს მიიღებს.

საუბარია "დინამოდან" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბში შარშან ზაფხულში გადასული ოთარ კაკაბაძის საქმეზე. როგორც ირკვევა, ხუციშვილი "დინამოს" ტარაგონელებთან დავის მოგვარებაში დაეხმარა.

"თბილისის "დინამომ" მოგვმართა დახმარებისთვის. ამ საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ზუხბაია. ის განათლებით იურისტია.

მოგეხსენებათ, ოთარ კაკაბაძეს დაუსრულდა კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" და გადავიდა "ხიმნასტიკში", მაგრამ საერთაშორისო საფეხბურთო რეგულაციების მიხედვით, "დინამოს" მაინც ეკუთვნოდა თანხა.

თავიდან
ჩვენ მოვითხოვეთ 380 ათასი ევრო. ბოლოს ცოტა მოიკლო ამ თანხის რაოდენობამ და ახლა არის დაახლოებით 360 ათასი, ცოტა მეტი - 365 ათასამდე. "ხიმნასტიკს" დაეკისრა ამ თანხის გადახდა. ათი დღის განმავლობაში უნდა გაესაჩივრებინა ესპანურ კლუბს ვერდიქტი და არ გაასაჩივრა. ასე რომ, ახლა თანხა უნდა გადაიხადონ 20 აპრილამდე, რასაც არ მგონია, თავი აარიდონ. სერიოზული კლუბია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს...

თუ მაინც არ გადაიხადა, "ხიმნასტიკს" სანქციები არ ასცდება", - აცხადებს ხუციშვილი.

ოთარ კაკაბაძე დღესაც ამ კატალონიური კლუბის საკუთრებაა, ოღონდ იჯარით დანიის სუპერლიგის კლუბ "ესბიერგში" თამაშობს.

მიხეილ ხუციშვილთან სრულ ინტერვიუს sportall.ge-ზე მოგვიანებით იხილავთ
მკითხველის კომენტარები / 3 /
mag fexburtelshi 300 evros ar gadavixdidi, magrad sheusrules espanelebs))))
sacha
13:54 31-03-2017
0
ძაან მოუკლო. ნიჭიერი ბავშვი იყო და უჩაზე უარესი გახდა. სერბეთთან წაგება ვაკოს და ამის კისერზეა. წელს თუ არ გამოფხიზლდა და 100ჯერ მეტი არ ივარჯიშა ვიდრე ეხლა ვარჯიშობს დამთავრებულია ამის ფეხბურთი იწვალებს სხვებივით გუნდის ძებნაში.

თუ ნათესავს ან მეგობარს ვინმეს ხმა მიგიწვდებათ დაელაპარაკეთ თხოვეთ რო ივარჯიშოს ცოდოა ქონდა პოტენციალი და ანიავებს უაზროდ. სისწრაფეზე და გამძლეობაზე აიყვანოს ვინმე, ტრენაჟორებიც მეტი ჭირდება. ნუ უყურებს სხვებს უფრო მეტი უნდა მოინდომოს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული