[ლეგიონი გუშინ] ჯანო ანანიძის გაცურებული მეტოქე და საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს რუსეთის პრემიერლიგაში 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის ღირსებას ჯანო ანანიძე და რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია იცავენ, საკუთარ მოედანზე ელგუჯა ლობჟანიძის გუნდი "ორენბურგი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.

ჯანომ სპარტაკელთა მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე კი 75-ე წუთამდე დაჰყო. ქართველმა ჰავბეკმა 58-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველი ოსტატურად გააცურა და რომან ზობნინს გაატანინა.

მასპინძელთა რიგებში ბოლომდე სათადარიგოთა შორის იყო ჯიქია, ხოლო ლობჟანიძემ "ორენბურგში" ბოლო წუთები ითამაშა.

ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" სტუმრად
"როსტოვთან" ფრედ, 0:0 ითამაშა.

მოსკოვის "სპარტაკი" 48 ქულით ლიდერობს რუსულ პრემიერლიგას. 42-42 ქულა აქვთ მის მდევრებს - ცსკა-სა და "ზენიტს".

* * *
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურის მატჩში, ბოლო ხუთი წუთი ითამაშა გიორგი აბურჯანიამ. მისი გუნდი "სევილია ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე "ნუმანსიას" დაუზავდა. გიორგი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

"სევილია ატლეტიკოს" 43 ქულა აქვს და მეცხრე-მეათე ადგილებს "ვალიადოლიდთან" იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
amis hemdeg ra fexburtis ganvitarebaze unad ifiqro,vinc ki legioneri gvkavs an satadargoebi arian an bolo 5-8 cuts tamahoben.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული