რუსული "სპორტ ექსპრესის" მიხედვით,
ჯანო ანანიძე 21 ტურის მერე საშუალო შეფასებებით მე-8 ადგილზეა 6,07 ბალით. სხვათა შორის, ჯანოს ლიდერთაგან ყველაზე ცოტა თამაში აქვს ნათამაშები - 14 (სმოლოვთან ერთად).
ლიგაში საუკეთესო ჯანოს თანაგუნდელი ქვინსი პრომესია 6,21 ბალით. მეორე ადგილზე
ფედორ სმოლოვია (კრასნოდარი) - 6,18, მესამეზე ჯანოს კიდევ ერთი გუნდელი
ფერნანდო - 6,17.
აღსანიშნავია, რომ ათეულში 6 სპარტაკელია. ჯანო ცენტრალურ ნახევარმცველებში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ თანაგუნდელი
რომან ზობნინი უსწრებს. ჩვენებური უცხოელებში მეოთხეა.
მეკარეებს შორის შეფასებებით მე
-4 ადგილზეა
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი) - 5,86. მცველებს შორის მე-10 პოზიციაზეა
გიორგი ჯიქია (სპარტაკი) - 5,63. ბოლო დროს კარგი შეფასებები აქვს
საბა კვირკველიას (ლოკომოტივი), თუმცა მას ჯერ საკმარისი თამაშები არ დაუგროვდა, ამიტომ მოწინავეთა ცხრილში შეყვანილი არ ჰყავთ.