ლეგიონი: გიორგი მერებაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი მერებაშვილის "ვისლა" "გორნიკს" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ვისლამ" თამაშის შემოტრიალება 0:2-დან მოახერხა, ამაში კი თავისი წვლილი ქართველმა შემტევმაც შეიტანა.

მერებაშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ბოლო, მესამე გოლის დროს კი საგოლე გადაცემა მიითვალა. მანამდე მერებაშვილს ულამაზესი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ამ გამარჯვებით "ვისლას" 38 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ იწვევენ ამ კაცს ნაკრებში ? ვერ გავიგე ვერაფერი ეტყობა სააკაშვილის მომხრეა დ და ქოც-საქართველოში არ იწვევენ
გივიი
03:42 10-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული