გიორგი არაბიძემ კვლავ დონეცკის "შახტარის" დუბლებში ითამაშა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის ახალგაზრდულ პირველობაზე დონეცკის "შახტარის" დუბლებმა დონეცკის დერბიში 3:0 დაამარცხეს "ოლიმპიკი". გასაგები მიზეზების გამო ეს შეხვედრა ბელაია ცერკოვში გაიმართა.

"შახტარის" დუბლების სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი არაბიძე, რომელიც 74-ე წუთზე გამოცვალეს. მისმა გუნდმა სამივე გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა. ანგარიში კი არაბიძის შემცვლელმა არენდარუკმა გახსნა.

გასული სეზონისგან განსხვავებით, როცა გიორგიმ პრემიერლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ქართველ ლეგიონერს ამ სეზონში ერთხელაც არ უთამაშია მთავარ გუნდში, ის პრემიერლიგის მატჩის განაცხადშიც არ მოხვედრილა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული