"შახტარის" დუბლების სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი არაბიძე, რომელიც 74-ე წუთზე გამოცვალეს. მისმა გუნდმა სამივე გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა. ანგარიში კი არაბიძის შემცვლელმა არენდარუკმა გახსნა.
გასული სეზონისგან განსხვავებით, როცა გიორგიმ პრემიერლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ქართველ ლეგიონერს ამ სეზონში ერთხელაც არ უთამაშია მთავარ გუნდში, ის პრემიერლიგის მატჩის განაცხადშიც არ მოხვედრილა.