ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო "ზენიტს" - 2:1 და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 10 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.

ჯანო 61-ე წუთზე გამოცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. მას "ჩემპიონატმა" 6 ბალი დაუწერა.

კვლავ მაღალი შეფასება მიიღო აღნიშნული გამოცემისგან საბა კვირკველიამ, ქართველი მცველის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:0 მოუგო ტულის "არსენალს" (რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო გია გრიგალავა). კვირკველიამ 7,5 ბალი დაიმსახურა.

ქართველთა "ურალმა" 1:0 აჯობა "ტომსკს". ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია, ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის "კრასნოდარმა"
სტუმრად 1:0 დაამარცხა "რუბინი". ბოლო ორი წუთი ითამაშა "ორენბურგში" ელგუჯა ლობჯანიძემ "ტერეკთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში.

სამწუხაროდ, სასტარტოში არ იყო გიორგი ლორია, რომლის "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ანჟის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული