კარერას ნოვაცია: ჯანო ანანიძე თავდასხმაში?!

AutoSharing Option
ჯანო ანანიძეს კარიერაში რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაზე უთამაშია - წლებია, რაც 24 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" მაისურებით გადის მოედანზე. ამ პერიოდში, ნაკრებისა და კლუბის მწვრთნელები მის ადგილს სხვადასხვა ამპლუაში ხედავდნენ. ზოგი მას ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად იყენებდა, ზოგი - საყრდენად, უთამაშია ფლანგზეც...

მაგრამ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ თქვა, რომ ჯანოს როლს აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავს. რუსეთის პრემიერლიგის XXIII ტურში, "სახალხო გუნდმა" პრინციპულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", კონკურენტ ცსკა-ს 10 ქულით გაუსწრო და ჩემპიონობას მიუახლოვდა.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ
"სპარტაკის" იტალიელმა დამრიგებელმა ჩვენებურზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ვცდილობ, სხვადასხვა შემადგენლობა ვათამაშო და "სპარტაკისთვის" ოპტიმალურ ვარიანტს მივაგნო. იდეა ის არის, რომ პრომესი იქნება თავდამსხმელი, მაგრამ თამაშის დროს, თავდასხმაში, შეიძლება იველინ პოპოვმა ან ჯანო ანანიძემ გადაინაცვლონ. ეს ორი უკანასკნელი "ზენიტთან" ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდა. ისინი იმიტომ ვათამაშე, რომ სათამაშო სქემას მათი დახმარებით ვცვლიდი. საერთოდ, ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ", - განაცხადა კარერამ.

"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა ვალერი რეინგოლდმა კი მოსკოველთა გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად ფეხბურთელების ნიჭიერება დაასახელა:

"ჩემი აზრით, "სპარტაკს" ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს და მას ვერავინ შეედრება. პრომესი, ზე ლუიში, ლუის ადრიანო, ასევე პოპოვი, ანანიძე და მელგარეხო. თითოეული მათგანი ნიჭიერი ბიჭია. შესაძლოა, პოტენციალს ყოველთვის ვერ ავლენენ, მაგრამ მათი ტალანტი საკამათო არ არის".

საინტერესოა, რომ ჯანო დღემდე ლიდერობს რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო გოლების კონკურსში, რომელსაც პოპულარული ინტერნეტპორტალი championat.com ატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე ვანო.
გიგა
18:08 18-04-2017
0
ვამაყობ რომ ქართველი ხარ,ვამაყობ რომ რუსები მილიონებს გიხდიდნენ და დიდი კარიერას გთავაზობდნენ რომ რუსი გამხდარიყავი მაგრამ შენ ჩვენი ხალხი და ქვეყანა აირჩიე,ვამაყობ რომ რუსეთის საუკეთესო გუნდში ხარ,ვამაყობ რომ ქვეყნის და გუნდის პატრიოტი ხარ.იამაყეთ ხალხო ამ კაცით ანანიძე გენაცვალე
სულით ხორცით ქართველი
15:41 18-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული