ლევან ყენიამ პრაღის "სლავია" დატოვა

AutoSharing Option
26 წლის ლევან ყენიასა და პრაღის "სლავიას" გზები გაიყარა. კლუბმა და ქართველმა ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი.

მოგეხსენებათ, ლევანი ტრავმებმა გააწამა და სწორედ ამის გამო გაუცდა მიმდინარე სეზონი.

ამჟამად, ყენია გერმანიაშია და მსუბუქად ვარჯიშობს. ის "სლავიაში" 2014 წელს გადავიდა დიუსელდორფის "ფორტუნიდან". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 27 მატჩში ლევანმა 4 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან,ოილოცავ აღდგომას,გისურვებ ფორმის აღდგენას და შემდგონი კარიერის უტრავმოდ გატარებას,საკმარისია უკვე ამდენი უიღბლობა და ტრავმა,ახლა შენი დროა,ღმერთი არ გაგწირავს.გულშემატკივარი და ნაკრები კი ველოდებით იმ ძველ ლევანს,ვისი იმედიც ყველას გვქონდა.
სოსო
17:16 18-04-2017
0
ლევან აღდგომის დღესასწაულს გილოცავ, და შენს აღდგომას ველოდები ფეხბურთში, აწი გაშოროს ღმერთმა ტრმვები და სულ წარმატებები მოცეს ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
14:52 18-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული