"დანდი" ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, თუმცა ეს ძალიან ცუდად გამოსდის - გუნდმა ბოლო 7 მატჩი წააგო, მათ შორის, შინ "აბერდინთან" - 0:7.
კლუბის ხელმძღვანელობამ გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა მწვრთნელი პოლ ჰარტლი.
ფავორიტებად ჯიმ დაფი და ალან სტაბსი განიხილებიან, თუმცა კანდიდატებს შორის ასახელებენ ფაბრიციო რავანელის, კლაუდიო კანიჯას, თემურ ქეცბაიას და დარენ იანგს.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ "დანდის" შემადგენლობაში ერთი სეზონი (2001/02 წწ) ითამაშა, მან 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა.