თემურ ქეცბაია შოტლანდიური "დანდის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

AutoSharing Option
შოტლანდიური "დანდი" ამჟამად უმწვრთნელოდაა, ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებს შორის კი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიაცაა.

"დანდი" ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, თუმცა ეს ძალიან ცუდად გამოსდის - გუნდმა ბოლო 7 მატჩი წააგო, მათ შორის, შინ "აბერდინთან" - 0:7.

კლუბის ხელმძღვანელობამ გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა მწვრთნელი პოლ ჰარტლი.

ფავორიტებად ჯიმ დაფი და ალან სტაბსი განიხილებიან, თუმცა კანდიდატებს შორის ასახელებენ ფაბრიციო რავანელის, კლაუდიო კანიჯას, თემურ ქეცბაიას და დარენ იანგს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ "დანდის" შემადგენლობაში ერთი სეზონი (2001/02 წწ) ითამაშა, მან 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
2015 წელს თემურმა "დანდის" რიგებში საქველმოქმედო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემო არ დაეთანხმო ჩაძირული გემის კაპიტნობას. მოგიშლიან ტყვილა ნერვებს კიდო. ამას კიპრი ჯობია ძმაო. ან იზრაელი.
gabo
10:43 19-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული