ჯანო ანანიძე: მასიმო კარერამ ბურთის დაკარგვის შიში გამიქრო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსულ sovsport.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- "სპარტაკი"-"ზენიტის" მატჩის შემდეგ პირველად ვის ესაუბრე?
- ცოლს. მომწერა და დამირეკა კიდეც, მომილოცა. მერე სხვებმაც დამირეკეს.

- გამარჯვებას გილოცავდნენ თუ ჩემპიონობას?
- ვისაც ფეხბურთი ცუდად ესმის, ჩემპიონობას, ვისაც კარგად - მნიშვნელოვან გამარჯვებას, მაგრამ ისინიც ამბობდნენ, რომ ჩემპიონობა ახლოსაა.

კახა ცხადაძემაც მომილოცა. ცოტა ხნის წინ მას ყაზახეთის სუპერთასის მოგება მივულოცე, ახლა კი მან მომილოცა.

- "ზენიტის" რომელი სუსტი მხარეები გაითვალისწინეთ მატჩის წინ? თუ კარერამ გითხრათ, აქ
ირბინე, იქ ირბინეო?
- მას ასე არ უთქვამს, მაგრამ გეგმა გვქონდა. თავად ვიცოდი, როდის უნდა შემეტია და როდის დავხეულიყავი უკან.

- და როდის?
- აი, აქ დუმილს ვამჯობინებ. წინ ისეთი მატჩები გველის, სჯობს, მეტოქეებმა ჩვენი ტაქტიკის შესახებ არაფერი იცოდნენ.

პირველ ტაიმში "ზენიტის" წინააღმდეგ ყველაფერი გამოვიდა. გახსნილი თამაში იყო - ისინიც გვეტევდნენ, ჩვენც ვუტევდით... არ იყო ისე, როგორც სხვა გუნდებთან ხდება ხოლმე - ჩაიკეტებიან, შენ კი აგორავებ ბურთს და ცდილობ, ზონები გახსნა.

- დიდი ხანი ემზადებოდით ამ მატჩისთვის?
- თეორია სამი დღით ადრე დავიწყეთ. თამაშის წინ კი კარერამ ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა. შეგვახსენა, მოედანზე ვინ რა უნდა აკეთოს, ჩართო ემოციურობა. პირადად მე მისი ემოციურობა ძალიან მეხმარება. კარერამდე ზუსტად ეს ემოცია არ გვყოფნიდა.

- მწვრთნელის ემოცია ხმაურია?
- არც მასეა. კარერამ გვითხრა: მოიგებს არა ის, ვინც ინდივიდუალურად უფრო ძლიერია, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, არამედ ის, ვინც უფრო მეტს ირბენს, მეტს მოითმენს...

- კარერამ ამ სეზონში უკვე 6 ტაქტიკური სქემა გამოიყენა. ასწრებთ ყველასთან შეჩვევას?
- ყველამ იცის: დღეს თუ ძირითადში ხარ, ხვალ კი არა, ე.ი. ასეა საჭირო, ასე უკეთესია. შემადგენლობას და ტაქტიკას მწვრთნელი უნდა ირჩევდეს და ასეცაა. არავის არაფერი სწყინს.

- და ექვსივე სქემას ვარჯიშზე ამუშავებთ?
- მუდმივად არა, მაგრამ კონკრეტული მატჩისთვის კარერამ იცის, თუ რა სქემით ვითამაშებთ. ჰოდა, ვიწყებთ მასზე მუშაობას.

- მატჩისთვის როგორ ემზადები? როგორ მუსიკას უსმენ?
- ქართულ სიმღერებს ვუსმენ, მაგრამ როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვდივარ, აღარაა მაგისი დრო.

- მეგი გოგიტიძე იცი? შესანიშნავად მღერის...

- დედამისი გვარად ანანიძეა, ჩვენ ნათესავები ვართ. ის ახლა მოსკოვშია. მეგი ძალიან ძლიერი შემსრულებელია.

- მიმდინარე სეზონში ყველაზე ძლიერი მეტოქე "ზენიტია"?
- ჰმმ, კარგი კითხვაა. ფეხბურთელებითა და თამაშის ხარისხით, ვფიქრობ, კი. მეორე ტაიმში 20-25 წუთი შეუჩერებლად გვიტევდნენ. მათ ეს იციან. ჩვენთვის ასე არავის შეუტევია. ამიტომ დიახ, "ზენიტი" ყველაზე ძლიერია.

- წინ "როსტოვია"... გულშემატკივრები როგორ მიგიღებენ?
- იმედია, თბილად. იქ ახალი ფეხბურთელები არიან, ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მაგრამ გულშემატკივარი იგივეა და მათთან პრობლემები არასდროს მქონია. საერთოდ, კარგად მახსენდება "როსტოვში" გატარებული ერთი წელი.

- ასეთი სეზონის ბოლოს დაძაბულობას გრძნობთ?
- "ზენიტთან" იგრძნობოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ როგორ ითამაშებდა, მთავარი მოგება იყო. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობთ.

თუ რაიმე სახის შიშზე გვეკითხებით, აქ პირიქითაა - კარერამ ბურთის დაკარგვის შიში გამიქრო. მშვიდად ვთამაშობ, რადგან ნდობას ვგრძნობ.

- კარერამდე გეშინოდა?

- ალენიჩევთანაც ნორმალურად იყო ყველაფერი, აი, იაკინთან და კარპინთან კი მეშინოდა. ბურთის ორჯერ დაკარგვა შეცვლას ნიშნავდა.

"რეალი"-"ბაიერნს" უყურეთ? კრიშტიანო რონალდომ პირველ ტაიმში ათჯერ დაკარგა ბურთი, მაგრამ სამი გოლი გაიტანა. ეს ფეხბურთია! ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ აქვს რისკის უფლება.

- "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ საბა კვირკველიას შეეხმიანე?
- დიახ, შევხვდით. ჯერჯერობით იჯარითაა, მაგრამ მოსწონს იქაურობა და დარჩენა სურს. ძლიერი მცველია, არაფრის დამთმობი. დიდი ხანია ვმეგობრობთ, ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. მწვრთნელებს თავიანთი შეხედულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, "რუბინში" ის სათანადოდ არ დააფასეს. "ლოკომოტივს" კვირკველია კარგად ეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარერასგან ჯანოს შევიწროებას. ნაღდად ვერ ვხედავ, ენდობა.
კახა ქირია
21:38 20-04-2017
0
ვამაყობ ჯანო შენით იმიტო რომ პირად წარმატებას შენი ქვეყანა არჩიე შენ დღეს რო რუსი ყოფილიყავი უფრო დიდი დრო დაგეთმობოდა და სულ სასტავში იქნებოდი.
saamayo ananidze
19:28 20-04-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული