"ბოსნიელ მხეცად" შერაცხული ნურკიჩი ტრავმის შემდეგ მესამე მატჩში დაბრუნდა, მაგრამ ტკივილის გამო მხოლოდ 15 წუთის თამაში შეძლო.
ასე რომ, ზაზა ფაჩულიასა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ კვლავ ნურკიჩის შემცვლელები იბრძოლებენ.
"გოლდენ სტეიტს" კვლავ არ ეყოლება მწვრთნელი სტივ კერი, რომელსაც ზურგის ოპერაციის შემდგომი გართულებები დაუდგინდა. გუნდს ისევ მაიკ ბრაუნი გაწვრთნის, რომელმაც ზაზა ფაჩულიას III მატჩში სათ
თუ ტრავმებს არ ჩავთვლით, ზაზამ ამ სეზონში ამაზე ცოტა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - დეკემბრის დასაწყისში 8 წუთი "ჰიუსტონის" წინააღმდეგ.
სხვათა შორის, ზაზამ მოედანი უქულოდ ამ სეზონში მეორედ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტისა" და "პორტლენდის" IV დაპირისპირება 25 აპრილს (ჩვენი დროით უკვე 26 აპრილს) გაიმართება პორტლენში. "გოლდენ სტეიტი" სერიას 3:0-ს იგებს და გამარჯვება ზაზას გუნდს მეორე რაუნდში გაიყვანს.