საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა აღნიშნა, რომ გუნდის სუსტ თამაშს ჰოლანდიის თასის ფინალის მოლოდინი არ ამართლებს.
"როტერდამულმა კლუბმა ჩვენზე უკეთესად ითამაშა. ისინი უფრო სწრაფად მოქმედებდნენ და ახერხებდნენ ორთაბრძოლების მოგებას. ჩვენ სუსტად ვითამაშეთ და არაფერი გამოგვივიდა.
არ მიმაჩნია სწორად, მხოლოდ ჰოლანდიის თასის ფინალი დასახელდეს მიზეზად. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შევძლოთ "ფეიენოორდთან" მარცხის დავიწყება. 30 აპრილს ჩვენ გველის ჰოლანდიის თასის ფინალი
ჰოლანდიის თასის ფინალში "ვიტესი" ალკმაარს" დაუპირისპირდება. ზოგადად, ჰოლანდიაში, სადაც სამი გუნდის ჰეგემონიაა, სხვა გუნდებისათვის ძალიან ჭირს ტიტულების მოგება და "ალკმაარისთვის" ეს მართლაც რომ ისტორიული შანსია.
ცოტა ხნის წინ თავად გურამმა განაცხადა, რომ თუ ჰოლანდიის თასს მოიგებს, ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება "ვიტესში" დასარჩენად. ბოლო წლებში კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"