მოსკოვის "სპარტაკი" კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსეთის ჩემპიონობას. "სახალხო გუნდმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა ჯანო ანანიძე, "ურალში" კი სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ.
* * *
ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" 4:2 მოუგო "ნარვას". მასპინძელთა მხრიდან 31-ე წუთზე გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივი" საშინაო ასპარეზზე საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ ტაავონს" დაუპირისპირდა. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ (4:4) დასრულდა. უზბეკური კლუბის რიგებში სრულად ითამაშა კახა * * *
ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" გასვლაზე 0:2 წააგო "სუდუვასთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"