[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს ქართველი ლეგიონერების რამდენიმე გუნდმა ითამაშა.

მოსკოვის "სპარტაკი" კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსეთის ჩემპიონობას. "სახალხო გუნდმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა ჯანო ანანიძე, "ურალში" კი სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" 4:2 მოუგო "ნარვას". მასპინძელთა მხრიდან 31-ე წუთზე გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივი" საშინაო ასპარეზზე საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ ტაავონს" დაუპირისპირდა. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ (4:4) დასრულდა. უზბეკური კლუბის რიგებში სრულად ითამაშა კახა
მახარაძემ
და საგოლე პასიც მიითვალა.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" გასვლაზე 0:2 წააგო "სუდუვასთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი სიუპრიზი იყო როდესაც ტაბიძე გამოჩნდა ძრითად შემადგენლობაში,თანაც დამაჯერებლად ითამაშა. ცუდი ისაა, რომ არცერთი ქართული სპორტული არხი არ აშუქებს რუსეთის პრემიერ ლიგას,მაშინ როდესაც ამ ლიგაში თამაშობს ჩვენი ნაკრების მრავალი წევრი და ამ დროს აშუქებენ,ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო ნაკლებად საინტერესო, არც თუ მაღალი დონის ჩემპიონატებს მადალითად: ჰოლანდიის,პორტუგალიის და ჩინეთის ჩემპიონატებს. რუსეთი მართალია არ არის ჩვენი კარგი მეზობელი, მაგრამ რას ვიზავთ, მაშინ ამ ლოგიკით არც ნაკრების ფეხბურთემა არ უნდა ითამაშოს იქ. ეს ხომ დაუშვებელია. ისე ქართველებს მაინც რუსეთში აფასებენ ყველაზე მეტად.
kika
13:58 26-04-2017
0
ჯიგარიხარ მართალს ამბობ. ძალიან დაძაბული და საიტნერესო ჩემპიონატია რუსეთის მითუმეტეს ნაკრების რამდენი კაცი თამაშობს და პორტუგალიას და ჩIნეთს ნაღდად ჯობს
nika
14:29 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული