აკაკი გოგია სანაკრებო და საკლუბო დილემების წინაშე

AutoSharing Option
Berliner Kurier-ის ინფორმაციით, დრეზდენის "დინამოს" ნახევარმცველ აკაკი გოგიას რამდენიმე შემოთავაზება აქვს, რომელთაგანაც ყველაზე კონკრეტული ბერლინის "უნიონის" წინადადებაა.

"უნიონი" 25 წლის ფეხბურთელს სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს, ისე კი ინგლისურ "ბრენტფორდს" ეკუთვნის. "უნიონი" მას თვეში 40 ათას ევროს სთავაზობს. "უნიონი" მე-4 ადგილზეა (54 ქულა) და ბუნდესლიგაში გადასვლის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე მე-5 ადგილზე მყოფ "დინამოს" (46 ქულა).

გოგიას შემოთავაზება აქვს "დინამოს" სპორტულ დირექტორ რალფ მინგესაგანაც. მოკლედ, ის დილემის წინაშეა. "ვფიქრობ, ჩვენს თანამშრომლობას აქვს პერსპექტივა", - აცხადებს მინგე.

თავად გოგია კი კომენტარისას მხოლოდ სპორტულ აქცენტს აკეთებს: "ამ სეზონში სერიოზული ტრავმა მივიღე. ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილური თამაში. დანარჩენს რაც შეეხება, ჩემზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა მან. გოგია ინგლისურ კლუბს 2019 წლამდე ეკუთვნის, თუმცა "დინამოს", ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვა შეუძლია.

"ენდი ჩვენი გუნდისთვის რეალური გაძლიერებაა შეტევის კუთხით. I წრეში ის "დინამოს" ბომბარდირი იყო და ის ბრწყინავდა მოედანზე. თავისი სისწრაფითა და დრიბლინგით მან ფანების სიყვარული დაიმსახურა. მას მერე იყო ტრავმა. ახლა კი მას ფორმის აღდგენისთვის მეტი დრო სჭირდება, საოცრებები არ ხდება", - განაცხადა მინგემ.

სხვათა შორის, გოგია დილემის წინაშეა ნაკრებთან დაკავშირებითაც, რადგან გერმანია ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს და თუ ნაკრებში თამაში სურს, გერმანიის მოქალაქეობის დატოვება მოუწევს, თუმცა არის გამონაკლისებიც. ამის შესახებ სფფ-ის ხელმძღვანელობისა და ჟურნალისტების ახლანდელ შეხვედრაზეც ითქვა.

მოკლედ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შემთხვევაში გოგიას ამბავი ჩახლართულია და ის სერიოზული დილემის წინაშეა, თუმცა გადაწყვეტილებები ორივე შემთხვევაში თავად უნდა მიიღოს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგათმა ფარცვანიას ვერ გაუკეთეს პასპორტი და რა გოგიაზეა საუბარი?ვაბშეტა ის მახარაძეც სანახავია უკრაინაში რო თამაშობს, ასნავნოია. მაკარიძეს შემცვლელი ხო უნდა. აბა ამან თუ კიდე ლორია დააყენა და ვაბშე არ ვუყურებ ფეხბურთს
ლეო
19:47 27-04-2017
0
მაგ ფედერაცია დასანგრევია ვააბშე. ეგენი საქმის გაუჭებით მდიდრდებიან, თორე კაი საქმის კეთება არ იციან და არც აინტერესებთ. არ კიდიათ/ თავის მინისტრიანად
ლეო
19:42 27-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული