გიორგი აბურჯანია ესპანეთიდან კვიპროსში ბრუნდება?

AutoSharing Option
goal.com.cyის ინფორმაციით, "სევილიას" ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კვიპროსული "ანორთოსისის" რიგებში ბრუნდება.

22 წლის აბურჯანია 2016 წლის იანვარში გადავიდა ესპანურ "ხიმნასტიკში", საიდანაც ის "სევილიამ" სარეზერვო გუნდისთვის აიყვანა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს. ანდალუსიურმა კლუბმა 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა მასში.

"ქართველმა აბურჯანიამ "სევილიას" სარეზერვო გუნდში ადგილი დაკარგა, რაც ნაწილობრივ ტრავმით და ნაწილობრივ მწვრთნელის უნდობლობით არის გამოწვეული, აბურჯანიამ მას თავი ვერ მოაწონა", - წერს კვიპროსული წყარო.

sigmalive.com-ის ინფორმაციით კი, აბურჯანიას აყვანა იჯარით სურს აპოელ-ს. იმავე წყაროს მტკიცებით, თავად ფეხბურთელს სურს კუნძულზე დაბრუნება, თუმცა გადამწყვეტი
სიტყვა "სევილიას" ეკუთვნის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რამხელა იმედები გქონდა ამ კაცის.
გიგო
27 აპრილი 2017 11:21
0
გუნდების ხშირი ცვლა არ არის კარგი, მესი რო მესია მასაც გაუჭირდება ერთ წელში გუნდთან ხელახლა შეთამაშება.
vako
26 აპრილი 2017 19:52
0
egaa sakartveloshi agzrdili fexburtelebi, uzbad, rom varskvlavebad akzeven, maksimumi kviposi(((
jason
26 აპრილი 2017 19:01
0
ხიმნასტიკის ლიდერად ჩამოყალიბდა თითქმის და არ უნდა წასულიყო სკამის სევილიას სარეზორვო გუნდში
რამო ბათუმი
26 აპრილი 2017 18:54
0

სიახლეები პოპულარული