გიორგი აბურჯანია: კვიპროსი? ესპანეთიდან წასვლა არ მინდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილია ბ"-ს ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კვიპროსში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს goal.com.cy-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, აბურჯანია კვიპროსული "ანორთოსისის" რიგებში ბრუნდება, ხოლო sigmalive.com-ი ამტკიცებდა, რომ ქართველი ნახევარმცველი კარიერას აპოელ-ში გააგრძელებდა.

- გიორგი აბურჯანია ესპანეთიდან კვიპროსში ბრუნდება?

"კვიპროსში დაბრუნება? ტყუილია. ლაპარაკიც კი არ ყოფილა რომელიმე კლუბთან. ესპანეთიდან წასვლა არ მინდა", - გვითხრა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "სევილიაში" გასული წლის ზაფხულში ტარაგონას "ხიმნასტიკიდან" 1 700 000 ევროდ
გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული