თემურ ქეცბაიამ ათენის აეკ-თან სასამართლო პროცესი წააგო
ვებსაიტი ამტკიცებს, რომ აეკ-მა სცადა ქართველ სპეციალისტთან დავის მშვიდობიანად გადაწყვეტა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ახლა ორივე მხარე სასამართლოს უნდა დაელოდოს.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია აეკ-ისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის სრულად დაფარვას ითხოვს (დარჩენილია 104 ათასი ევრო). სასამართლომ ერთხელ უკვე დაიჭირა კლუბის მხარე.
თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ში 2016 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა ის ოქტომბერში გაათავისუფლეს.