იტალიური მედიის ცნობით, "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მარცხენა მუხლის ტრავმის მორჩენა დროულად ვერ მოახერხა და კვირას მისი თამაში "სასუოლოსთან" დაპირისპირებაში გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "მილანთან" საგარეო მატჩში გოლი გაუტანა მეტოქეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღო.
საუკეთესო შემთხვევაში, ლევან მჭედლიძე მომდევნო ტურში "ბოლონიას" წინააღმდეგ ითამაშებს.