ლევან მჭედლიძეს "ემპოლის" განრისხებული ფანები თავს დაესხნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ემპოლი" შინ "სასუოლოსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა, მასპინძელი გუნდის განრისხებული ქომაგები ლევან მჭედლიძეს თავს დაესხნენ.

"ემპოლიმ" ქართველი ფორვარდის გარეშე მორიგი მატჩი წააგო და ახლა გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს, ამ ყველაფერმა კი კლუბის გულშემატკივარი ძალიან გააღიზიანა. იტალიური მედიის ცნობით, თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონის სიახლოვეს გულშემატკივარი შედეგებს აპროტესტებდა, როდესაც მჭედლიძემ ავტომობილით გაიარა.

იტალიური მედიის ცნობით, უსიამოვნო შეძახილების გაგონების შემდეგ მჭედლიძემ ავტომობილი გააჩერა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა ეს ყველაფერი მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა - გულშემატკივართა
ნაწილი მჭედლიძეს იცავდა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფორვარდს ზურგშიც ჩაარტყეს, საბოლოოდ კი, მჭედლიძე შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გააცილა.

აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელმა მისთვის ფიზიკური შეუარცხყოფის მიყენების შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში უარყო.

"ყველაფერი რიგზეა. მე დარტყმა არ მიმიღია", - დაწერა მჭედლიძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველას გვინდა რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდეს, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ეს?ცხადია ქვეყანაში სადაც არ არსებობს სტრატეგიული სახელმწიფოებრივი მიდგომა სპორტისადმი ეს შეუძლებელია,დღეს ფეხბურთი არის (და არა მარტო ფეხბურთი) იშვიათი გამონაკლისის გარდა,,კორმუშკა"", სადაც სამშობლოს, ,ქვეყნის ერთგულება ნონსენსია. ლევან! შენ მიგულისხმიხარ მე ვიცი რომ შენ გიყვარს სამშობლო.
დავითი
02 მაისი 2017 13:15
0
ყველას გვინდა რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდეს, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ეს?ცხადია ქვეყანაში სადაც არ არსებობს სტრატეგიული სახელმწიფოებრივი მიდგომა სპორტისადმი ეს შეუძლებელია,დღეს ფეხბურთი არის (და არა მარტო ფეხბურთი) იშვიათი გამონაკლისის გარდა,,კორმუშკა"", სადაც სამშობლოს, ,ქვეყნის ერთგულება ნონსენსია. ლევან! შენ მიგულისხმიხარ მე ვიცი რომ შენ გიყვარს სამშობლო.
დავითი
02 მაისი 2017 12:55
0
rom ukvardes fanebs xom ar dazezavdnen? tips tavis karieris manzilze 10 matchi ar aakvs zedized natamashebi.
lasha
02 მაისი 2017 12:14
0
1981წელს სხვა ფული ტრიალებდა კი არა სულ სხვა სულისკვეთების ფეხბურთელები იყვნენ,დღეს რა ცოტა ფული ტრიალებს ფეხბურთში?
777
02 მაისი 2017 10:54
0
რას მიახტით ზურას? ზურა რა შუაშია ნაკრების შედეგებთან? ამ მჭედლიძეს კი თქვენი ადვოკატობა არ სჭირდება, როდის ყოფილა(ერთეული შემთხვევის გარდა),რომ მჭედლიძეს ნაკრებში ეთამაშა? ძირითადად ტრავმები "აქვს", მერე მოდის შაბათ-კვირა და იტალიაში "სასტავს"თამაშობს, დაუკვირდით აბა თუ არაა ასე?
GELA 2
01 მაისი 2017 17:16
0
შენნაირი ვაი გულშემატკივრები რომ ყავს ნაკრებს იმიტომ ვართ ასეთ დღეში
ზურას
01 მაისი 2017 15:42
0
სამწუხაროდ 1981 წლის შედეგის გამეორებას ჩვენ ვერ შევძლებთ,მაშინ სხვა ფეხბურთი იყო,სხვა ფული ტრიალებდა,ფეღბურთელს სხვა მომზადება ჰქონდა.Dრეს ,რომ გადახედოთ მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ და მრავალმილიონიანი მოსახლეობის ქვეყნებს ჰყავთ სერიოზული გუნდები,ბრაზილიელებიც კი ვეგარ ბრწყინავენ როგორც ადრე,დინამომ ვენის რაპიდის დონესაც რომ მიაღწიოს სასწაული იქნება,საქართველოს ნაკრებმა კი შვეიცარიის დონეს.სამწუხაროა მაგრამ რეალობა ეგაა
vova gucaevi
01 მაისი 2017 15:38
0
Zura chaishoshminee sheeni emocieebi da chaqri an დაზღნარდი ;)
Zura s
01 მაისი 2017 15:16
0
ბატონო ზურა! დაგავიწყდათ 1981 წლის თბილისის დინამო? დაგავიწყდათ ბურთი თავზე რო გადაახიეს ლივერპულს, ფეიენორდს,მილანის ინტერს,მაშინ თუ შევძელით ხვალაც შევძლებთ,ყველაფერი კარგად იქნება,ქართული ფეხბურთი კიდე იტყვის თავის სიტყვას!
გაგა
01 მაისი 2017 15:14
0
ფაქტი ჯიუტია, დამოკიდებულია თU არა არ ვიცი მაგრამ როცა მჭედლიძე თამაშობს გუნდი იგებს
ჯამლეტი
01 მაისი 2017 15:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული