[ლეგიონი] საბა კვირკველია რუსეთის თასის მფლობელია

AutoSharing Option
2 მაისს, რუსეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" ჯიმი ტაბიძისა და გიორგი ჭანტურიას "ურალს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

კვირკველია მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. "ურალის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემაც, გიორგი ჭანტურიას კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ამგვარად, საბა კვირკველიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" თავის პირველივე სეზონში ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი "ლოკომოტივში" იჯარის წესით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა, მოსკოვურ კლუბს კი მისი გამოსყიდვა სურს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ საბას თასის მოგებას. აქვე ზარანდიას ვულოცავ თასის მოგებას. ეს უკვე 4 თასი აქვთ წელს ჩვენს ლეგიონერებს. ასევე მაკარიძემ და კაშიამ ძალიან გაგვახარეს თასების მოგებით ამ სეზონში. ახლა ქვილითაიასგან და კვეკვესკირისგან ველოდებით თასს.
kika
10:52 03-05-2017
0
და კიდევ ლუკა ზარანდიამ პოლონეთის თასი მოიგო გუშინ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული