ჯანო ანანიძე: წინ ჩემპიონთა ლიგაა, არავის ენდომება "სპარტაკიდან" წასვლა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობოსთან დაკავშირებით პირველი კომენტარი "მატჩ ტვ"-სთან გააკეთა.

- ჯანო ანანიძე ჩემპიონთა ლიგაზე - "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებულია

"თითქმის 10 წელია გუნდში ვარ და ამ დროის განმავლობაში ერთი თასიც კი არ მომიგია. რთული იყო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს "სპარტაკში" ჩემი უკანასკნელი ტიტული არაა.

ვულოცავ გულშემატკივრებს. 16 წლის შემდეგ ჩვენ ამას მივაღწიეთ! მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც ეს შეძლო.

"ზენიტის" მატჩს სახლში მარტომ ვუყურე. ცხადია, გუნდის უკლებლივ ყველა
ფეხბურთელი "ტერეკს" ვგულშემატკივრობდით, გვინდოდა, მოეგოთ ან ფრე ეთამაშათ, მაგრამ მატჩის ყურება ყველამ ცალ-ცალკე გადავწყვიტეთ.

ეს სიხარული დავიმსახურეთ. ჩემს მომავალს მხოლოდ "სპარტაკში" ვხედავ. მომავალ სეზონში "სპარტაკს" ჩემპიონთა ლიგა ელის და, ვფიქრობ, ახლა აქედან ევროპაში ან სადმე სხვაგან წასვლა არავის ენდომება", - თქვა ანანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავთ ჯანოს.მაგრამ ამ "სპარტაკში" დაბერება რა ბედენაა?....
zaza
20:17 08-05-2017
0
ჯანო რუს გავს ამდენი ხანი რუსეტი ცხოვრებამ რუს დაამსგავსა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული