[ლეგიონი] გიორგი ლორიას გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება

AutoSharing Option
8 მაისს რუსეთის, პოლონეთისა და დანიის ჩემპიონატებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსულ პრემიერლიგაში გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ურალს". ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის. ლორიამ და "ურალის" ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშეს.

მახაჭყალაში "ანჟი" "ლოკომოტივს" დაუზავდა - 0:0. "რკინიგზელთა" ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში "არკამ" გასვლაზე 0:2 წააგო "კრაკოვიასთან". დამარცხებულთა შორის პირველი 65 წუთი ითამაშა ლუკა ზარანდიამ.

* * *
დანიის სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა "ესბიერგმა" შინ ვერ მოუგო "ოდენსეს"- 1:1. მასპინძელთა რიგებში სრულად
ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, ხოლო ლაშა პარუნაშვილი თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთში გვათამაშებენ და დანიაში, პოლონეთში სკამებს ვხეხავთ პარადოქსია.
gabo
11:03 09-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული