ჯაბა კანკავა "რეიმსიდან" მიდის?

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა კვლავ არ ჩანს ფრანგული "რეიმსის" შემადგენლობაში. იქაურმა პრესამ საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანზე რამდენჯერმე დაწერა. ლაპარაკი იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ბოლოს კი გავრცელდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიშელ დერ ზაქარიანის კომენტარი - კანკავას არ სურს, რომ შეცვალონ და თუ მას არ უნდა გუნდის წესებით ცხოვრება, შეუძლია გოლფი ითამაშოსო...

- ზაქარიანი: თუ კანკავას გუნდის წესებით ცხოვრება არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს

რეალურად კი, ჩვენ მიერ მოპოვებული სანდო ინფორმაციით, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს.
უბრალოდ, ამ ეტაპზე "რეიმსის" მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას არ აძლევს.

სეზონის მეორე ნახევარი გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა და აშკარაა, რომ წელს ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდება, კანკავას კი უამბიციო გუნდში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს. ამიტომ თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ სეზონის ბოლოს ის "რეიმსს" დატოვებს და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

წესით, მას ახალი გუნდის მოძიება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან "რეიმსში" ყოფნის პერიოდშიც ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ვნახოთ, რა იქნება ახლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
danamdvilebit vici jaba saertod tavis danebebaze piqrobs
bari
09 მაისი 2017 17:26
0
sanam somexs erovnebis gamo dauwyebt landzgvas qartveli ar daiviwyot kanis feris qamo tbilisis centrshi afrikels ro urtyams aseti rasisti rogor xart
ნოდო
09 მაისი 2017 16:45
0
ზაქარიანი რა შუაშია თვითონ კანკავამ ძალიან სუსტად ჩაატარა ეს სეზონი და სხვას რას აბრალებთ
zaza
09 მაისი 2017 16:14
0
ალბათ ბარსელონაში ანაც რეალში იწვევენ.აგერ დაიწყება მერკატო და თავადაც ნახავთ სად იქნება.ამას რომ ვწერ გული მტკივა ,მაგრამ ეს არის ქართველების ჭირი.კაცი რაც საფრანგეთში თამაშობს ნახევარ სეზონს ყვითლებისა და წითლების გამო ტოვებს.თამაშებს გულით კი თამაშობს მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი.რანსი-მეორე ლიგის კარგი შესაძლებლობების გუნდია და ასეთ გუნდში რომ ვერ გაიხსნები რაღაზეა ლაპარაკი.ჩემდა სამწუხაროდ ჯაბას ადგილი ისევ და ისევ რუსულ ანაც უკრაინულ ან ბელორუსულ გუნდებშია.
vep1963
09 მაისი 2017 15:57
0
ზურიკოს!-100%ხარ
კახა ქირია
09 მაისი 2017 14:34
0
ოხ ეს ზაქარიანი
თამაზი
09 მაისი 2017 13:22
0
სომეხ მწვრნელთან შვილს ვფიცავარ რა მათამაშებდა!!!!!!!!!!!!!!!!
ზურიკო
09 მაისი 2017 12:57
0
წარმატებები ჯაბას ახალი გუნდის ძიებაში, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისში რატო ვერ ნახა სხვა გუნდი.
papa
09 მაისი 2017 12:48
0
ნაგავი გუნდია და რამხელა ამბიციები აქვს მწვრთნელს. გამოცვლა კიარა იქ რომ დარჩეს უნდა ეხვეწონ
გიორგი
09 მაისი 2017 12:40
0
კარგი იქნება მონაკოში ან პსჟ- ში თუ გადავა. ისე მარსელსაც ნდომებია მაგრამ ნაკლები შანსი აქვს!
გიგო
09 მაისი 2017 12:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული