გიორგი ქვილითაია: 11 წუთში დუბლს ნამდვილად არ ველოდი

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ქართველმა გიორგი ქვილითაიამ "ვოლფსბერგერის" კარში ორი გოლი გაიტანა. ეს "რაპიდის" 23 წლის ფორვარდის მეორე დუბლია ჩემპიონატში, სულ კი მის ანგარიშზე 7 გოლია ბუნდესლიგაში (9 "რაპიდის" მაისურით).

ტურის ერთ-ერთმა გმირმა ავსტრიულმა მედიას შემდეგი განუცხადა: "ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ "რაპიდმა" გუნდურად ითამაშა. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გუნდისთვის, ფანებისთვის, ყველასთვის. ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ, რომ სამი ქულა მოგვეპოვებინა.

ნამდვილად არ ველოდი, რომ უკვე 11 წუთში დუბლს შევასრულებდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გუნდს ორი გოლით შევეწიე.

ამ თამაშის წინ
ფანებისგან, ჟურნალისტებისგან უკვე ძალზე დიდ ზეწოლას ვგრძნობდით. ამიტომაც გამარჯვებას დიდი ფასი აქვს", - განაცხადა ქვილითაიამ.

13 მაისს ქართველი ფორვარდის გუნდი ლიდერ "ზალცბურგს" სტუმრობს. "ზალცბურგს" ქულაც ჰყოფნის, რომ 3 ტურით ადრე გაინაღდოს ჩემპიონის ტიტული. "რაპიდი" კი გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული