[ლეგიონი] U21: გიორგი არაბიძემ "შახტარში" დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
12 მაისს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 29-ე ტური გაიმართა. გიორგი არაბიძის "შახტარმა" სტუმრად ოდესის "ჩერნომორეცი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ქართველი შემტევი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 86 წუთი გაატარა და დუბლიც გაიფორმა.

როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იუწყება, არაბიძე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის დონეცკელთა შეტევებში მონაწილეობას აქტიურად იღებდა და თანაგუნდელებს არაერთი საგოლე მომენტი შეუქმნა.

თავად კი პირველი გოლი მატჩის 63-ე წუთზე გაიტანა, 9 წუთში პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ეს არაბიძის მე-12 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეტი რა ქნას ამ ბიჭმა? გუნდი უნდა შეიცვალოს
ლევანი
12:09 13-05-2017
0
ვიღაცამ ურჩიეთ დატოვოს შახტარი,თორემ ოქრიაშვილივით იმედის მომცემ ტალანტად დაბერდება.
qutaiseli
14:04 13-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული