[ლეგიონი] U21: გიორგი არაბიძემ "შახტარში" დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
12 მაისს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 29-ე ტური გაიმართა. გიორგი არაბიძის "შახტარმა" სტუმრად ოდესის "ჩერნომორეცი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ქართველი შემტევი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 86 წუთი გაატარა და დუბლიც გაიფორმა.

როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იუწყება, არაბიძე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის დონეცკელთა შეტევებში მონაწილეობას აქტიურად იღებდა და თანაგუნდელებს არაერთი საგოლე მომენტი შეუქმნა.

თავად კი პირველი გოლი მატჩის 63-ე წუთზე გაიტანა, 9 წუთში პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ეს არაბიძის მე-12 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
3 ცლიანი ქონდა ამ ზაფხულს Gადის ორი ცელი და უკვე Eცჰალიცჰებიან მაგრამ რამდენადაც Mე ვიცი არ Aცერს ცასვლა უნდა Aრაბიდზეს ამ ზაფხულს ტუ Aრ გაუსჰვეს ზამტარსჰი Uკვე სჰეუცლია სხვა Gუნდტან გააფორმოს
Kaxa
20:04 13-05-2017
0
ეხ რას წავა ძმაო, ჩვენების ამბავი, რომ ვიცი 4 წელზე ნაკლები კონტრაქტი არ ექნება დადებული.D
ika -s
16:57 13-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული