"ტრადიციულად, ტექნიკურად!" - ანანიძის ახალი პოზიციით მწვრთნელიც კმაყოფილია და მედიაც

AutoSharing Option
13 მაისს რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჯანო ანანიძის "სპარტაკი" ჩემპიონის სტატუსით "ამკარს" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანანიძე მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ის კარგი მატჩისთვის შეაქო.

"ანანიძე დღეს ძალიან სიღრმიდან თამაშობდა. ჩემთვის საინტერესოა მისი თამაში ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, მას ეს კარგად გამოუვიდა", - თქვა კარერამ.

ანანიძის თამაში ცუდად არც რუსულ მედიას შეუფასებია. მაგალითად, sport.ru-მ ქართველს 6.0 დაუწერა და აღნიშნა, რომ ჯანო "სპარტაკის" შეტევებში აქტიურად ერთვებოდა, sovsport.ru-მ კი
ანანიძის თამაში შემდეგნაირად შეაფასა: "ტრადიციულად, ტექნიკურად!".
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინ რომ ითამაშოს სისწრაფე უნდა ქონდეს, ან სიმაღლე, ან ფიზიკა. არცერთი აქვს. მხოლოდ ტექნიკა და ზუსტი პასი. შესაბამისად, სიღრმეში უფრო კარგად ჩანს ხოლმე.
sandro
10:21 15-05-2017
0
აუუ რამაგარი ხარ ანანიძე,გუშინ გიყურებდი და გაოცებული დავრჩი საუკეთესო ხარ სპარტაკში და არამარტო სპარტაკში საქართველოს ნაკრებშიც.მეტ დაფასებას იმსახურებს ეს ბიჭი
ai mesmis klasi
14:39 14-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული