ქართველი ინგლისური "ბრენტფორდიდან" იჯარის წესით თამაშობს დრეზდენის "დინამოში". საიჯარო ხელშეკრულებით, "დინამოს" მისი გამოსყიდვა 750 ათას ევრო შეეძლო. სწორედ ეს პუნქტი აამუშავეს და გოგია 750 ათასად გამოისყიდეს.
ამის შემდეგ "დინამო" "უნიონს" შეუთანხმდა, რომ ქართველს 1,1 მილიონ ევროდ მიჰყიდის. ასე რომ, "დინამომ" "კიკერის" ვერსიით II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის თამაშითაც იხეირა (10 გოლი, 2 საგოლე პასი) და თანხითაც (350 ათასი ევრო).
ბოლოსწინა ტურის წინ "უნიონი" 57 ქულით მე-4 ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის