ტრანსფერის მოლოდინში: ნიკა კვეკვესკირი "ტობოლში"?

AutoSharing Option
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაძლოა, ნიკა კვეკვესკირმა მისი ამჟამინდელი კლუბი, "გაბალა" დატოვოს და ყაზახეთს მიაშუროს.

ამაზე "ლელომაც" დაწერა და მკითხველი ინფორმირებულია. თუ რამდენიმე დღის წინ კვეკვესკირის მსურველი რამდენიმე გუნდი იყო (ყოველ შემთხვევაში, დასახელდა სხვადასხვა კლუბი), ახლა დღის წესრიგში მხოლოდ ერთია - კუსტანაის "ტობოლი", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის და ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

თუმცა ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ არ არის გარკვეული. ცოტაც მოვიცადოთ და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეუფ... აბა გამოუყენებია "გაბალა" კარიერის ტრამპლინად...
ზვიადი
14:37 23-05-2017
0
ეს ბიჭი ევროპა ლიგაზეც მშვენივრად გამოიყურებოდა და ნაკრებშიც შესამჩნევი იყო და დავიჯერო კუსტანაიზე უკეთესი გუნდისგან შეთავაზება არ აქვს?!
0

სიახლეები პოპულარული