უნდა, მაგრამ... "ლოკომოტივი" საბა კვირკველიას ვეღარ გამოისყიდის?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ "ლოკომოტივს" "რუბინისგან" საბა კვირკველიას გამოსყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. "რკინიგზელებს" ამ განზრახვაზე არც ახლა აუღიათ ხელი, მაგრამ დაბრკოლებას ქმნის ყაზანური კლუბი, რომელიც საქართველოს ნაკრების მცველს 6 მილიონ ევროდ აფასებს, "ლოკომოტივს" კი მხოლოდ ამის ნახევარი აქვს გამზადებული 25 წლის ქართველის გამოსასყიდად.

ძნელი სათქმელია, როგორ მორიგდებიან მხარეები. თუ გარიგება არ შედგა, კვირკველიას "რუბინში" მოუწევს დაბრუნება, რაც მას ძალიან არ უნდა, მეტადრე, თუ გუნდში დარჩა ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია. იცით, რომ ეს უკანასკნელი მას ბოლო პერიოდში აღარ ათამაშებდა...

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივში" ჩვენებურმა 12 მატჩი ჩაატარა და რუსეთის თასის მფლობელიც გახდა. გასულ უქმეებზე დასრულებულ პრემიერლიგაში კი იური სიომინის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ადრეც ვკითხულობდი. კვირკველიამ ცალმხრივად რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება რა მოხდება? დააჯარიმებენ? რამდენი იქნება ჯარიმა? 3 მილიონზე მეტი ხომ არ იქნება?! მისცეს ლოკომოტივმა 3 მილიონი. ეს გაწყვეტს ხელშეკრულებას და გადაუხდის 3 მილიონს იმ რუბინია თუ რაცხა ჭადია!
aburjga
26 მაისი 2017 08:58
0
ამისი მეშინოდა და ამიხდა.
სოსო
26 მაისი 2017 02:02
0
აგენტი ვინ არის არ ვიცი მაგრამ, ან გარეწარია ან სულ მცირე დილეტანტი,უფრო მგონია პირველი,უნდა ითქვას ვინ არის!!!
ვალერი
24 მაისი 2017 16:56
0
საშინელი აგენტები რომ ჰყავთ მაგის ბრალია, და ჭაუკითხავები რომ არიან. ოღონდ კონტრაქტი გაარტყან და ორი კაპიკი აიღონ და იმას არ უყურებენ რომ ფეხბურთელს კარიერას უკარგავენ და უფუჭებენ. კვირკველიას მონაცემების ფეხბურთელი ინგლისში უნდა თამაშობდეს.
niko
24 მაისი 2017 16:27
0
ციმბირს იქით რომ ქვეყანაა, იქ წადით კიდევ სათამაშოდ...ვაი თქვენს პატრონს.
უსტაბაში
24 მაისი 2017 15:40
0
მოხდა ის რისიც მეშინოდა, არ შეიძლება, რა ამ ღრუსულ კლუბებთა, პრინციპში არც უკრაინულთან გრძელვადიანი კონტრაქტები.
sabonis
24 მაისი 2017 15:29
0
ამის აგენტი ჩელებაძე ბრძანდება მე მგონი ხო?
dato
24 მაისი 2017 13:52
0
მოლდოვასთან და სენტ-კისტი და ნევისთან მატჩების წინ კიდევ გაუჩინეს სანერვიულო ამ...
ზაზა
24 მაისი 2017 13:25
0
ის აგენტი უნდა გაამწესო ვირის აბანოში,ვინც ყაჩაღ რუბინთან ხელშეკრულება გაუფორმა!და მთელი გამოსასყიდი თანხაც მას უნდა მოთხოვო!
ზაზა
24 მაისი 2017 13:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული