ნიკა კვეკვესკირი ომარ თეთრაძეს ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდში მიჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის სატრანსფერო საგა საინტერესოდ ვითარდება. "გაბალამ" მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ჩვენებურმა კი მისი გაფორმება არ იჩქარა. როგორც ჩანს, კვეკვესკირი საბოლოოდ არჩევანს "ტობოლის" სასარგებლოდ გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს ომარ თეთრაძე წვრთნის...

აზერბაიჯანულ მედიაში კვეკვესკირის წასვლა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან საქმე ეხება აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. sports.kz "აზერისპორტზე" დაყრდნობით წერს, რომ ტრანსფერის ინიციატივა "ტობოლის" მწვრთნელ ომარ თეთრაძეს ეკუთვნის...

ამასობაში, აზერბაიჯანული "სპორტ24"-ის ჟურნალისტი თეთრაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა
დაუსვა:

- ბოლო დროს ვრცელდება ცნობები "ტობოლში" ნიკა კვეკვესკირის შესაძლო ტრანსფერზე. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
- მე შემიძლია ვთქვა, რომ კვეკვესკირის თამაშის მანერა მართლაც თავსებადია "ტობოლის" სტილთან.

- მოლაპარაკება უკვე გქონდათ ფეხბურთელთან? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ მასთან. მე ვუყურე მის თამაშებს და კმაყოფილი დავრჩი.

- პირადად ესაუბრეთ მას?
- არა, ზოგადად ასე არ ვიქცევი ხოლმე.

- ამ დროისთვის რა სიტუაციაა?
- კვეკვესკირი საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი ჩვენის კლუბის მიმართ. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

- დიპლომატია რომ გვერდზე გადავდოთ?..
- ნიკა აქ არის, რათა კლუბთან საბოლოო დეტალები განიხილოს.

რით გვახსოვს ტობოლი?
გარდა იმისა, რომ კუსტანაის "ტობოლს" ქართველი მწვრთნელი ომარ თეთრაძე მოძღვრავს, ეს გუნდი სხვა რამითაც გვახსოვს და თან - არასასიამოვნოდ. საქმე ისაა, რომ 2007 წელს, "ინტერტოტოს თასის" გათამაშებაში, "ტობოლი" "ზესტაფონს" დაუპირისპირდა და ტურნირიდან გამოთიშა - 0:3, 2:0.

სადღეისოდ "ტობოლს" რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს - ხორვატი დენის გლავინა, ცენტრალური აფრიკის ნაკრების წევრი ფერნანდ კასაი, მაკედონიელი დუშან სავიჩი, ყირგიზი რაულ ჯალილოვი, უკრაინელი დმიტრო ნეპოჰოდოვი, სერბი ჯორჯე დესპოტოვიჩი, ლიტველი არტურას ზულპა და ავსტრიელი თომას შიმკოვიჩი.

ამ დროისთვის, "ტობოლი" ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვა დასავლეთში, მიდის აღმოსავლეთში...
zura
14:14 25-05-2017
0
ტობოლის სტილი

ბარემ მონღოლეთში ჯობდა მაგრამ სტილს ვერ ერგება ალბათ
Zorbegi
14:18 25-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული