"ვერ ვხვდები, ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრის უკმაყოფილება რატომ გამოიწვია"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახურ "ტობოლთან" 1,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ტობოლში" ნიკა 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

- ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა

შეგახსენებთ, რომ "ტობოლის" თავკაცი ომარ თეთრაძეა.

Sportall.ge-მ კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდებოდა. "ტობოლი" რატომ აირჩიე?
- ასეა, კი. ევროპული კლუბების მხრიდან დაინტერესება მართლაც იყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ინტერესი და მეტი არაფერი. კონკრეტული შემოთავაზებით ჩემთვის არავის მოუმართავს.

რეალურად, არჩევანი ორ კლუბს, "გაბალასა" და "ტობოლს" შორის უნდა გამეკეთებინა. არჩევანი "ტობოლის" სასარგებლოდ გავაკეთე და
მგონია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

- არჩევანის გაკეთებაზე ქართველი მწვრთნელის ფაქტორმაც იმოქმედა?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი მენდობა. თუ ჩემ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არც ყაზახეთში მექნება.

მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მათ ძალიან სურდათ ჩემი შეძენა და ასეთმა სურვილმა გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა. თანაც, საუბრიდან მივხვდი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება. მათი სურვილია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო.

- თუმცა ქართველ გულშემატკივარში შენმა ტრანსფერმა უკმაყოფილება გამოიწვია...
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რატომ. ყაზახეთის ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალია, იქაური კლუბები ევროტურნირებზე ხშირად ხვდებიან, თითოეული კლუბი ძლიერი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული...

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიყავი, არ ვთვლი, რომ ამ ტრანსფერს გულშემატკივრის უკმაყოფილება უნდა გამოეწვია. მე მგონია, რომ ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბში გადავედი, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან ამბიციურია. მყავს ძლიერი მწვრთნელი...

- კლუბის მიზანი რა არის?
- ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე მოხვედრა, რისთვისაც საპრიზო ადგილებზე მოხვედრაა საჭირო.

- ახალ გუნდს როდის შეუერთდები?
- უკვე ვივარჯიშე. ყაზახეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 ივნისს იხსნება, მანამდე ვერ მარეგისტრირებენ, თუმცა ვარჯიშს უკვე შევუდექი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება და მინდა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდე, რომ ნაკრებში მომზადებული ჩამოვიდე. თანაც, ეს ადაპტაციაშიც შემიწყობს ხელს.

- ოთხი დღის ინტერვალში ნაკრებს ორი მატჩი ექნება ჩასატარებელი...

- ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ეროვნული ნაკრები განსაკუთრებული ფენომენია და ყოველი გამოძახება პირველივით მიხარია.

მეორეხარისხოვანი მატჩები არ არსებობს. 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შინ ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრის წინ ვთამაშობთ და ისინი სრულიად სამართლიანად, მოგებას მოგვთხოვენ.

შემდეგ კი მოლდოვაში გავემგზავრებით და ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ადგილი უიღბლობას ჰქონდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლატვიასთან მოგებულ (5:0) მატჩს კიდევ რამდენიმე მოგება გადავაბათ და ბოლო დროის ტრადიცია დავარღვიოთ. მოგებულ მატჩს წარუმატებელი სერია მოყვება ხოლმე და დროა, აღარ ვიყოთ ეპიზოდური გუნდი.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დაანებეთ თავი ამ კაცს, სადაც მიიწვიეს იქ წავიდა? აბა თქვენი აზრით რა უნდა ექნა, როცა ასარჩევი არაფერი იყო?! ამ ყაზახეთს ასე ვაგლახათ ნუ უყურებთ. ყველა კარგად იყავით და ნახავთ ერთ 5 წელიწადში რა იქნება ყაზახეთი ფეხბურთში!
aburjga
26 მაისი 2017 16:12
0
კაცმა განმარტა, რომ ამაზე კარგი შეთავზება არ მქონდაო და მაგიტომაც გადავედი ყაზახეთშიო. აზერებზე ძლიერი ჩემპიონატი ყაზახებს აქვთ და მაგიტომაც გააკეთა არცევანი. ფინანსური ამბავიც გასათვალისწინებელია. ყაზახეთის ჩემპიონატის დონემდე ჩვენ ბევრი ფული და წლები გვაშორებს!
ქომაგი
26 მაისი 2017 16:11
0
ყაზახეტი ეს არის ცვენი პეხბურტელების და მწრტვნელების საასპარეზო აადგილი ოი ცემო საქარტველოვ სეიზლებაა მეტ დონეს ვერ ზლებენ მააგრამ მაინც მენაანებიან ვის გინახაავტ ყაზაახების ან უზბეკების ნატამაა სები პეხბურტი აი რაატომ არ უნდა წახვიდე ისევ აქ უნდა იტამასო რადგან აქ უპრო განვიტარდები ვიდრე ყაზაა ხეტსი
qytaaaisi
26 მაისი 2017 16:01
0
კახა ქირია გეთანხმები ძმაო აბსოლიტურად მერამდენე შემთხვევაა მართლა წერენ ასე და მერე ჩვენ გვწყინს ვაკრიტიკებთ რატომ გადავიდა იქო ასეთი გუნდებს თუ უნდოდაო და სინამდვილეში არ ყოფილა სერიოზული შეთავაზება ასე არ შეიძლება ამ ფეხბურთელმა რა დააშავა ქონდა ალბათ საბაბი გადასვლის და ალბათ კაი ანაზღაურებაც ექნება და იმედია ამაზე აქცენტს არ გააკეტებენ რადგან ფეხბურთელისტვის ხანმოკლეა კარიერა და როდის დასრულდება არ იცი და მშიერი ხომ არ უნდა დარჩეს ))
dss
26 მაისი 2017 15:26
0
მიდი კვეკვე, შენი მეიმედება, კაი სპორტსმენი ხარ სხვებისგან განსხვავებით. ეგ გუნდი ევროპალიგაზე ჯგუფურზერ მოხვდება, აი იქ გამოიჩინე თავი და კარგი გუნდიც არ დააყოვნებს, მთავარია სტაბილურად ასნავნოიში ტრავმის გარეშე და ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები
ვასო
26 მაისი 2017 15:25
0
საქმეც ეგ არის ბიძიკოებო, რომ ვერ ხვდებით
არ გაქვთ სპორტსმენის მენტალიტეტი
სამწუხაროდ
კვეკვესკირს
26 მაისი 2017 15:25
0
რატომაა ზოგიერთი ჟურნალისტი ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით ვერ გავიგე.კაცმა არ მქონია ტობოლის და გაბალას გარდა შემოთავაზება და თქვენ წერდით დანიის,ჰოლანდიის საბ ერძნეთის კლუბებზე.ამით ადამიანზე ქმნით ცუდ შთაბეჭდილებას,თითქოს აი რა ქვეყნის გუნდები ეპატიჟებოდნენ და სად წავიდაო.მერამდენე შემთხვევაა უკვე..
კახა ქირია
26 მაისი 2017 14:52
0
ტობოლში გადასვლა კი არაა უბედურება, უბედურება ისაა, რომ ვერ ხვდები რატომაა ხალხუ უკმაყოფილო. შენს გამო ვართ უკმაყოფილო თორემ ჩვენ რა. უკეთესი გვინდოდა შენთვის და ეგაა.
jm
26 მაისი 2017 14:47
0
არ გვემეტები ნიკა ყაზახეთისათვის და იმიტომ ვართ უკმაყოფილოები.რა გაჩქარებდა,მთელი სატრანსფერო ფანჯარა წინაა.
სოსო
26 მაისი 2017 14:44
0
ერთ ერთი უძლიერესია დღევანდელ შემადგენლობაში!
aburjga
26 მაისი 2017 13:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული