შოთა არველაძე: ფორმალური საკითხების მოგვარებას ველოდები და წავალ უზბეკეთში

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა შოთა არველაძემ გადაცემა "სპორტი 360"-ში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო ვოიაჟი მქონდა თელ-ავივში. ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დრო მომიწია იქ ყოფნა, მაგრამ ევროპის ლიგაში მომიწია თამაში.

მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის გადაწყვეტილია ჩემი უზბეკეთში წასვლა. ახლა მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარებას ველოდები და წავალ უზბეკეთში.

აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ რამე არასწორი ვთქვა ან ვიღაცას ვუთხრა, რომ უზბეკეთში წასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ყველაფერს ჯობდა. ეს იყო ყველაზე კარგი შემოთავაზება, რაც
მქონდა. რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი, ძალიან საინტერესო ხალხთან მაქვს ურთიერთობა, დანარჩენს კი ვნახავ", - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს უზბეკეთში ტაშკენტის "ფახთაქორი" იწვევს. ამჟამად "ფახთაქორი" უზბეკეთში 16-გუნდიან ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-7 ადგილზეა და მესამეადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო საქმიანობა "ალკმაარში" (ლუი ვან გაალის ასისტენტად) დაიწყო, შემდეგში "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში", ბოლოს კი თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რავა სულ ქუთაისლების სათქმელია სიმართლე. გეიხარე
vaso
01 ივნისი 2017 21:08
0
ვეთანხმები qutaiseli-ს
გიორგი
31 მაისი 2017 15:59
0
არ შეიძლება ადამიანს ესე უპრაგონოდ ცილი დასწამო ესეთი რამ მიუღებელია მაგრამ ისიც არ ეგების უბრალოდ კარგ ფეხბურთელს ლეგენდარული უწოდო ისე კაცია და ხასიათი მაგრამ ლეგენდა ჩემი აზრით სულ სხვა განზომილების სიტყვაა ლეგენდა იყო სანეევი თედიაშვილი ყიფიანის თაობა ლეგენდები იყვნენ ასევე კალათბურთელები ოქროს თაობის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. და ას შემდეგ ისე გამიკვირდა შოთასი როცა თქვა რო რაგბის და ფეხბურთის გარდა სათამაშო სახეობები მეტი არაფელი დაგვჩაო ხელბურთი და წყალბურთი აღარ გვაქვსო შოთის გადაეცით წყალბურთიც გვაქვს რომელიც ფეხბურთზე მეტად შედეგიანია ქვეყნისთვის და კალათბურთიც რომელიც საერთოდ არუხსენებია თან ისეთი კალათბურთელები გვყავს ნაკრებში ფეხბურთს როარ დაესიზმრება.
qutaiseli
31 მაისი 2017 15:37
0
jff თუ ვიღაცა ხარ. ჯერ ქათულად ისწავლე წერა ნორმალურად და მერე ისაუბრე ლეგენდარულ ქართველ კაცზე და ფეხბურთელზე რომელსაც შოთა არველაძე ქვია!! გაიგეეეე......
მამუკა
31 მაისი 2017 13:37
0
ტურქეტსჰი და ისრაელსჰი ხო ყიდა ტამასჰები და ეხლა უზბეკეტს მიადგა
jff
31 მაისი 2017 13:19
0
არ მოველოდი რომ არველაძე უზბეკეთში იმუშავებდა ალბათ მეტ ფულს აძლევენ ვიდრე სხვაგან ფაჩულიასთვის რომ მიებაძა ურიგო არ იქნებოდა
nukri
31 მაისი 2017 12:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული