ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალადან" ყახაზურ "ტობოლში" ცოტა ხნის წინ გადასულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ადგილობრივ საიტ KazFootball.kz-ს ინტერვიუ მისცა. 25 წლის ფეხბურთელმა თავის პირველ შთაბეჭდილებებსა და მიზნებზე ილაპარაკა.

ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ "ტობოლი", რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

- ნიკა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ყაზახეთში. როგორია პირველი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანაზე?
- პირველი შთაბეჭდილებები დადებითია, ძალიან მომწონს აქაურობა. ყაზახეთის შესახებ კი მსმენოდა, რადგან აქ ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ბიჭებთან ერთად დავათვალიერე
ქალაქი. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა.

- როგორ გაჩნდა "ტობოლის" ვარიანტი? რამდენი ხნით გააფორმე კონტრაქტი?
- კონტრაქტი წლინახევრიანია. როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა დიდხანს განიხილავდა ჩემს კანდიდატურას, დიდხანს მაკვირდებოდა. პირველი კონტაქტი კი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩის (ლატვიასთან, 2017 წლის მარტში) შემდეგ იყო. ვფიქრობ, ამ თამაშის შემდეგ გადაწყვიტეს კიდეც, რომ ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინათ.

- ომარ თეთრაძეს უწინ თუ იცნობდი?
- პირადად არ ვიცნობდი, ისე კი, რა თქმა უნდა, ვიცოდი მის შესახებ, რადგან ის სახელოვანი ფეხბურთელი იყო. ვიცოდი მისი სამწვრთნელო საქმიანობის შესახებაც. მასთან არაერთ ჩემს მეგობარს უმუშავია. რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ, ყველაფერი კონფორტულად და მაღალპროფესიონალურადაა. მიხარია, რომ მასთან ვიმუშავებ.

- შენი უწინდელი კლუბი "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა და წელსაც ითამაშებს ევროთასებზე, რასაც ვერ ვიტყვით "ტობოლზე". აქ გადმოსვლა შენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია?
- "ტობოლში" იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ევროპალიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ვეცდები, რომ "ტობოლმაც" ითამაშოს ევროთასებზე და იმედია, ჩემი გამოცდილება გუნდს მხოლოდ წაადგება. არ ვფიქრობ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. "ტობოლში" ყველაფერი მაკმაყოფილებს და თავს არ დავზოგავ.

- მოასწარი გუნდის გაცნობა? მის პოტენციალზე აზრი შეგექმნა?
- დიახ, უკვე ჩავატარე რამდენიმე ვარჯიში გუნდთან ერთად. აქ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. გუნდს აქვს პოტენციალი, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს და მოიპოვოს ევროპალიგის საგზური.

- მიმდინარე სეზონში რას უნდა უმიზნებდეს "ტობოლი"?
- ვფიქრობ, მხოლოდ ბოლო წლების შედეგებითაც რომ განვსაჯოთ, ამჟამინდელი მდგომარეობა "ტობოლისთვის" სანიმუშო არაა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის.

- რას ჰპირდები გულშემატკივარს?
- მობრძანდით სტადიონზე. ზედმეტი ლაპარაკი არ მიყვარს, მოედანზე გამოვაჩენ თავს, ბოლომდე დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ "ტობოლისა" და კოსტანაის წარმატებისთვის. მოხარული ვიქნები, თუკი სავსე ტრიბუნები გვიქომაგებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტყუილს ამბობ, ნიკამ შარშან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მტჩები სამტრედიასთანაც ითამაშა,ბუდაპეშთანაც (რომელსაც გოლიც გაუტანა)ლილთან. ასევე ჯგუფში ითამაშა მაინცთან ,ანდერლეხტთნ და შეცვლაზე შევიდა სენტ ეტიენთან. სულ ჯამში ევროპა ლიგაზე ითამაშა 11 მატჩი. ესაა სიმართლე.
kika
02 ივნისი 2017 09:36
0
ნუ რა გინდა რო ქნა გაბალადან ტობოლში მერე სამშობლოში .
guka
02 ივნისი 2017 09:15
0
ევროპალიგაზე ნიკამ მხოლოდ ბოლო 1 თამაში ითამაშა შარშან რადგან ტრავმა ქონდა მთელი იმ დროის მანძილზე
kika-ს
01 ივნისი 2017 21:25
0
თქვენ მემგონი აზრზე არახართ ფეხბურთის.რამე რო გითხრათ რატო გადავიდა და რამდენი დონით ჯობია გაბალას და აზერბაიჯანის ჩეპიონატს
sura
01 ივნისი 2017 18:05
0
არ გამოიძახონ ასეთი ჰინდებიდან ნაკრებში ფეხბურთელეები. ეროვნულიდან ათამაშონ ახალგაზრდები ჯობია
აფსკფს
01 ივნისი 2017 17:35
0
გაბალამ შარშან ძალიან ბევრი თამაში გამართა ევროპალიგაზე და დიდი გამოცდილებაც მიიღო ნიკამ, წელს ტობოლში საკუთარი ჩემპიონატით უნდა დაკმაყოფილდეს. ფულმა გადაწონა სამწუხაროდ.
kika
01 ივნისი 2017 17:11
0
ე ბიჯო გაუშვა გაბალამ და მაგიტო წავიდა ძნელი მისახვედრია ?
ika
01 ივნისი 2017 16:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული