"ტრენჩინის" ფანებმა გიორგი ბერიძე წლის ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ბელგიური მედიის ინფორმაციით, "გენტმა" გიორგი ბერიძის კვლავ იჯარით გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ალბათობით, ეს კლუბი ისევ სლოვაკური "ტრენჩინი" იქნება.

ახალგაზრდა ქართველი შემტევი "გენტს" 2020 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. მან დიდებულად წარმოაჩინა თავი ფორტუნალიგაში, სადაც 4 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იანვრიდან დაიწყო თამაში, ჩვენებურმა "ტრენჩინის" ფანების მიერ დაარსებული წლის ფეხბურთელის პრიზი მიიღო.

ფორტუნალიგის ოფიციალურმა საიტმა გიორგი ბერიძე საგაზაფხულო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ჩვენებური ხუთჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებებში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სასურველია უფრო ძლიერი ჩემპიონატის გუნდში გადასულიყო მაგრამ თუ არ გამოდის ტრენჩინი ნორმალური ვარიანტია. რაც მთავარია პრაქტიკა აქვს, ხალხს უყვარს და ერთერთი ლიდერიცაა
zaza
21:54 01-06-2017
0
გილოცავ გიორგი,ასე განაგრძე.სულ წარმატებებს გისურვებ.
სოსო
21:49 01-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული