თემურ ქეცბაიას განცხადებით, გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და მიზანი ელიტაში დაბრუნება იქნება. შეგახსენებთ, რომ "ორენბურგში" თამაშობს ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე.
ქეცბაია, მას მერე, რაც ათენის აეკ-დან გაათავისუფლეს უმუშევარი იყო. ბოლო დროს მას ხშირად უკავშირებდნენ შოტლანდიურ "დანდის".