ტრავმა წარსულს ჩაბარდა - გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია კარგა ხანია, ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დანაკლისია. მოგეხსენებათ, "ურალის" ფეხბურთელი ვერც უახლოეს ორ შეხვედრაში დაეხმარება ეროვნულ გუნდს...

მან ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" საშინაო მატჩში (1:1) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

წინასწარი ინფორმაციით, ჭანტურიას გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდებოდა. ეს არასასიამოვნო ამბავი ნოემბერში მოხდა. არადა, ფეხბურთელი თანდათან ეგუებოდა ახალ კლუბს, ფორმაში შედიოდა და
ასეთ დროს ხანგრძლივი იძულებითი  პაუზა ვერ იყო კარგი ამბავი ვერც თავად ჭანტურიასთვის და ვერც - "ურალისთვის"...

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თანაგუნდელთა მხარდაჭერა. "ურალის" ფეხბურთელები "როსტოვთან" მე-17 ტურის მატჩზე ჭანტურიას გასამხნევებელი, სპეციალური მაისურებით გავიდნენ. მაისურებზე რუსულად და ქართულად, ოღონდ ლათინური ასოებით, ეწერა: "გიორგი, მალე გამოჯანმრთელდი!"  რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...

...და აი, როგორც გავიგეთ, ჭანტურიამ უკვე დაიწყო ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით. მან სარეაბილიტაციო კურსი მიუნხენში გაიარა. მკურნალობის პროცესი ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე წავიდა და ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყებაც ამიტომ გახდა ამ ეტაპისთვის შესაძლებელი.

გადაწყვეტილი ამბავია ისიც, რომ ჭანტურია აუცილებლად გაჰყვება "ურალს" ბალკანურ შეკრებაზე და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჭანტურიას ტრავმა წარსულს ჩაბარდა და იწყება მზადება ახალი ბატალიებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ყენია ვეღარ ითამაშ ,ისეებს დიდ ფეხბურთს,ისე ამისგან და ოქრიაშვილისგანაც არაფერი გამოვა.ესენი დარჩებიან "მარადმწვანე" პერსპექტიულ ტალანტებად,რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლოთ...
mamulo
01:01 03-06-2017
0
ჭანტურია თუარა სხვები ხოარიან ლეგენდები და დიდი მომავლის მქონე ერთი მაინც დაასახელე შე დალოცვილო რომელი არაა მარადმწვანე ჩვენ ნაკრებში.დდ ის გიხარია კაცს რო ჩემპიონ გუნდში შენ ფეხბურთელს ნახევარი საათით მზის შუქს ანახებენ ისეთი დრო დაგიდგა არადა რუსეთის ჩემპიონი ყაველაშვილი ვლადიკავკაზის ბომბარდირი იყო .დდ და მაგაზე არავის უთქვამს აუდა რა მაგარიაო.არაბიძეს თუარ აუარდა თავში მაგარი იქნება მარა იქნება არნიშნავს იმას რო არის ამას დიდი შრომა ჭირდება.
quTaiseli
10:29 03-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული