"სპარტაკის" აკადემიის აღზრდილმა მელქაძემ გასული სეზონი "სპარტაკი 2"-ში გაატარა. 20 წლის ფეხბურთელმა 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა და პირველი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.
მელქაძეს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. 2015 წელს ფორვარდი საბერძნეთში ჩატარებული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი გახდა.