გიორგი მელქაძე "სპარტაკიდან" იჯარით პრემიერლიგაში აღზევებულ "ტოსნოში" ითამაშებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" თავდამსხმელი გიორგი მელქაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, კარიერას იჯარის წესით "ტოსნოში" გააგრძელებს, რომელიც 2017/18 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს. ხელშეკრულება ერთწლიანია და ამის შესახებ ლენინგრადის ოლქის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

"სპარტაკის" აკადემიის აღზრდილმა მელქაძემ გასული სეზონი "სპარტაკი 2"-ში გაატარა. 20 წლის ფეხბურთელმა 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა და პირველი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

მელქაძეს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. 2015 წელს ფორვარდი საბერძნეთში ჩატარებული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულ ფეხბურთთან რა შეხებააქვს ამას?
თორნიკე
20:06 05-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული