ირაკლი მაისურაძე "პანიონიოსმა" ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
ბერძნულმა "პანიონიოსმა" ქართველი ფეხბურთელი ირაკლი მაისურაძე ოფიციალურად წარადგინა. 28 წლის ნახევარმცველი სალონიკიში კვიპროსული არადიპუს "ერმისიდან" გადავიდა.

მაისურაძეს საქართველოსა და უცხოეთში მრავალ გუნდში უთამაშია, თუმცა უფრო მეტი მატჩი რუსთავის "მეტალურგსა" და კვიპროსულ "ანორთოსისში" დაუგროვდა. მან 3-ჯერ ეროვნული ნაკრების მაისურაც მოირგო.

მაისურაძე "პანიონიოსის" პირველი შენაძენია. გუნდი ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა და წელს ევროპალიგაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კაი ფეხბურთელია მებრძოლი გვჭირდება ნაკრებში იმედია გამოიძახებენ
გენკი
06 ივნისი 2017 22:29
0
იმედია ახლა მაინც გაახსენდებათ სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრების ბოსებს.
kika
06 ივნისი 2017 17:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული