საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "ბასკოში" საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე 2 დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა.

ნაძალადევის რაიონში მდგარი სახლიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ირაკლი მაისურაძე სახლში მეუღლესთან, 3 მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ხანძრის შემდეგ, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

საკალათბურთო სამყაროსა და არამხოლოდ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებო, შეძლებისდაგვარად ეგებ დავეხმაროთ განსაცდელში ჩავარდნილ ირაკლი მაისურაძეს, რათა მისმა ოჯახმა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობები.

Sportall.Ge

ანგარიშის
ნომ: თიბისი ბანკი GE10TB7102645061100035 ლარი

GE87TB7102636615100002 დოლარი

მიმღები პირი: ირაკლი მაისურაძე

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
cota egeb zazie faculiem ushvelos ,martla alalia
Zastava
04:26 02-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული