თემურ ქეცბაიას პირველი წვრთნა "ორენბურგში" და აბეზარი კოღოები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თემურ ქეცბაია, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველი ლიგის გუნდ "ორენბურგში" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ახალ გუნდში საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. კლუბის ხელმძღვანელობამ ქეცბაია ჯერ ფეხბურთელებს წარუდგინა, რის შემდეგაც წვრთნაც ჩატარდა.

"გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც ისვენებენ ან ნაკრებებში არიან გამოძახებულნი და ჯერ ისინი უნდა შევკრიბოთ. ამის შემდეგ სერბეთში საწვრთნელ შეკრებას გავივლით. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რაც ძალიან კარგია. ისინი ცდილობენ თავის წარმოჩენას და ვინც დაიმსახურებს, შანსსაც მიიღებს. სეზონი გრძელია და ყოველი ფეხბურთელი თითოეული მატჩისთვის მზად უნდა იყოს", - უთხრა კლუბის პრესსამსახურს ქეცბაიამ, რომელსაც
ვარჯიშსა და საუბარში აშკარად ხელს კოღოები უშლიდნენ.

- თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...

49 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი საკუთარ ბაზაზე 15 ივნისამდე მოემზადება, რის შემდეგაც უცხოურ შეკრებას სერბეთში გაივლის და იქვე საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.

რუსეთის პირველი ლიგა 8 ივლისს დაიწყება. კლუბი მოლაპარაკებებს მართავს როგორც თავის ფეხბურთელებთან, ისე - პოტენციურ ახალწვეულებთან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც "ორენბურგში" გაატარებს ამ გუნდის ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქეცბაია სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს და დროა გავაკეთოთ ანალიზი რა მოუტანა უცხოელმა ნაკრების მწვრთნელებმა ქართულ ფეხბურთს...
კიდევ ერთი, ქართველი ფეხბურთის ქომაგები, სპორტული მიმომხილველები, რატომ არიან დღეს გასუსულები?
roko
07:04 13-06-2017
0
ქეცბაია დღეს ნამდვილად სჭირდება ქართულ ფეღბურთს,დაანებონ თავი ამ უცხოელი მწვრთნელების მოყვანას, ეს ფედერაცია აუღებელი ციხესიმაგრეა თუ რახდება ხალხო, ჩვენსას არ ვაფასებთ, და სხვისი მოგვწონს ყველაფერი
guram
11:10 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული