16:25 12-06-2017
თემურ ქეცბაიას პირველი წვრთნა "ორენბურგში" და აბეზარი კოღოები [VIDEO]
AutoSharing Option
"გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც ისვენებენ ან ნაკრებებში არიან გამოძახებულნი და ჯერ ისინი უნდა შევკრიბოთ. ამის შემდეგ სერბეთში საწვრთნელ შეკრებას გავივლით. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რაც ძალიან კარგია. ისინი ცდილობენ თავის წარმოჩენას და ვინც დაიმსახურებს, შანსსაც მიიღებს. სეზონი გრძელია და ყოველი ფეხბურთელი თითოეული მატჩისთვის მზად უნდა იყოს", - უთხრა კლუბის პრესსამსახურს ქეცბაიამ, რომელსაც ვარჯიშსა და საუბარში აშკარად ხელს კოღოები უშლიდნენ.
- თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...
49 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი საკუთარ ბაზაზე 15 ივნისამდე მოემზადება, რის შემდეგაც უცხოურ შეკრებას სერბეთში გაივლის და იქვე საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.
რუსეთის პირველი ლიგა 8 ივლისს დაიწყება. კლუბი მოლაპარაკებებს მართავს როგორც თავის ფეხბურთელებთან, ისე - პოტენციურ ახალწვეულებთან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც "ორენბურგში" გაატარებს ამ გუნდის ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
კიდევ ერთი, ქართველი ფეხბურთის ქომაგები, სპორტული მიმომხილველები, რატომ არიან დღეს გასუსულები?